LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილმა საქართველოს პრივატიზაცია მოახდინა, ხაზარაძემ არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ხალხი” – შალვა ნათელაშვილი

„რა განსხვავებაა ახლა ბიძინა ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის? ივანიშვილმა პოლიტიკის და საქართველოს პრივატიზაცია მოახდინა, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი,“ – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.შალვა ნათელაშვილი თიბისი ბანკის საქმეს გამოეხმაურა და  ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა.ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმითვე, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ და ასევე სხვა ბანკირებმაც წინასაარჩევნოდ ლეიბორისტულ პარტიას საბანკო კრედიტზე უარი უთხრეს.

„მმართველ ოლიგარქიაში ატეხილ შიდა ომთან დაკავშირებით მინდა, განვაცხადო, რომ მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არ ეყოლება. რამდენი წერილი გვაქვს გაგზავნილი იგივე ხაზარაძესთან, რომ კანონით საარჩევნო კრედიტი გვეკუთვნოდა და მოეცათ ეს კრედიტი. ოფისსაც კი ვუდებდით გარანტიაში და მივიღეთ რა? მივიღეთ გაყალბებული არჩევნები, მივიღეთ ის, რომ პარლამენტში არ შეგვიშვეს. ერთი კაპიკი კრედიტი, რაც კანონით გვეკუთვნოდა, არც ხაზარაძემ და არცერთმა ბანკირმა არ გასცა იმიტომ, რომ ეს აუკრძალა ივანიშვილმა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.