LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 21:14-დან 01:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან ტრამვებისა და ავარიების საფრთხე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ლაშქრობის მოსაწყობად, ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად და ძველი საქმეების დასასრულებლად, ტანსაცმლის და ავეჯის, სპორტული ინვენტარის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საბანკო-საფინანსო ოპერაციებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ჩვეულებრივზე მეტ პრობლმას შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ყელს, თავსა და გრძნობათა ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი და ძოწი, წითელი იასპი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიას.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელით ტყუპებს, ლომს და მშვილდოსანს, დაძაბული იქნება დღე მორიელისა და თხის რქისთვის.