LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ხართ ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული პრეზიდენტი” – ქართველი სტუდენტის მიმართვა ლიეტუვაში მყოფ ზურაბიშვილს [ვიდეო]

“თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი” – ამ სიტყვებით მიმართა ქართველმა სტუდენტმა სალომე ზურაბიშვილს დახურულ შეხვდრაზე, სადაც ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებს ხვდებოდა.

შეხვედრას ტელეკამერები არ ესწრებოდნენ, ამიტომ ელენე ცააძის მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმი იქ დამსწრე ერთ-ერთმა სტუდენტმა ტელეფონით გადაიღო, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ჩანაწერში ასახულია მხოლოდ სტუდენტის გამოსვლა, ამიტომ უცნობია, რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტს, რომელმაც ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების პირობებში, ლიეტუვაში პოლიტიკური დევნილების რაოდენობა სტუდენტების რიცხვს ბევრად აჭარბებს.

“თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი, ამიტომ შეკითხვის დასმას თქვენთვის არანაირი აზრი არა აქვს”- მიმართა ელენე ცააძემ პრეზიდენტს.