LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოდიში ყველასთან, მაგრამ უნდა ავიღო ტაიმაუტი, ადეკვატურობა რომ დამიბრუნდეს” – ნიკა გვარამიას ემოციური წერილი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნიკა გვარამია წერს:

“დღეს, ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავმარხეთ ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი უსაყვარლესი მალტეზი კოკო. მე არ ვიცი, რატომ უტოვებენ კატებს მილიონებს, მაგრამ ჩემს უსაყვარლეს კოკოს გავაყოლეთ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი. შეიძლება გამიჭირდეს ახსნა, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ასეთი სტრესი იშვიათად გადამიტანია მეც კი, ძალიან სტრესული და მძიმე ცხოვრება გამოვლილ ადამიანს.

ბოდიში ყველასთან, მაგრამ უნდა ავიღო ტაიმაუტი, ადეკვატურობა რომ დამიბრუნდეს. ამ მდგომარეობაში ძალიან გამიჭირდება რაიმეს გაკეთება.

დროებით გემშვიდობებით და ვტოვებ ჩემი საყვარელი ბიჭის ფოტოს. კარგად მამიკო და ბოდიში, რომ ვერ გადაგარჩინე. ძალიან ძალიან მიყვარხარ და ძალიან ძალიან მომენატრები, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს”

 

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1195661033935554