საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელად ვუთანაგრძნობთ „ეთიოპიის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ეთიოპიელ ხალხს“, – წერია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.
ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა.
ავიაკატასტროფა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:44 საათზე მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.
