LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელსოფლიდან გაუჩინარებულ მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

წითელსოფლიდან გაუჩინარებულ მამაკაცს ახლობლები მეორე დღეა, ეძებენ. გიგი გეგეჭკორი ახლობლების ინფორმაციით, წითელსოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

როგორც მეგობრები აცხადებენ, დაინახეს, როგორ ჩაუჯდა გიგი გეგეჭკორი უცნობ პირს მანქანაში წითელსოფლის გადასახვევთან და დუშეთის მიმართულებით წავიდა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2624124214270621&set=a.700541239962271&type=3&theater

გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იკითხება გიგი გეგეჭკორის მეგობრები და ის პირები, ვინც გაუჩინარებული მამაკაცი ბოლოს ნახა.