ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
შემთხვევა რანდენიმე წუთის წინ ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან 150 მეტრში მოხდა.
შემთხვევის დროს, მატარებლის წინა ნაწილი, სადაც მემანქანე ზის რესლებიდან გადავიდა.
მატარებელი ამ დროსათვის გაჩერებულია და მგზავრებმა ის უკვე დატოვეს.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
რკინიგზის სადგურის დირექტორის მოადგილე ვახტანგ დავითულიანი აცხადებს, რომ სადგურის მორიგემ ლიანდაგები არასწორად მოამზადა, რასაც უკავშირდება მომხდარი.
მისი თქმით, ფაქტის გამო სადგურის მორიგის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
