LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა საწყობიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს – ხანძარი დიდ დიღომში [ფოტო]

თბილისში, დიდ დიღომში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  გუდვილის მიმდებარედ, ტექნიკის საწყობი იწვის. დამწვარია 600 კვ/მ ფართობი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.

მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი.

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.