LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ძიუდოისტი რუსი და თურქი მეტოქეების დამარცხების შემდეგ გრანდ სლემის ფინალშია

რუსეთში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ფინალში მოხვდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ რუსი კოსტოევი დაამარცხა, შემდეგ თურქ სპორტსმენს სძლია.

ფინალში, რომელიც 16 საათზე დაიწყება, ღვინიაშვილი ჰოლანდიელ ვან ტ. ენდს დაუპირისპირდება.