LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბჭოთა კავშირის დროს, ყველაზე დიდი თანასწორობა იყო” – ემზარ კვიციანი [ვიდეო]

პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა, გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ენატრება. მისი თქმით, საბჭთა კავშირს ერთადერთი ცუდი მომენტი ის ჰქონდა, რომ ღმერთს განუდგნენ. კვიციანის თქმით, ამ დროს ყველაზე დიდი თანასწორობა იყო.

“თუ გახსოვთ თქვენ საბჭოთა კავშირის დროს და თუ არ გახსოვთ გაიარეთ სოფლებში რამდენი ორსართულიანი და სამსართულიანი სახლი დგას გლეხების ოჯახებში. გლეხები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თუ ორსართულიანი სახლი ჰქონდა მეზობელს თვითონ სამსართულიანს აშენებდა – ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მარტივად მინდა აგიხსნათ. მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ერთადერთი ძალიან ცუდი მომენტი, რომ ღმერთისკენ შეტრიალდნენ ზურგით, დანარჩენი საბჭოთა კავშირის დროს, ყველაზე დიდი თანასწორობა იყო. ბატონობით არ მიმართავდნენ ერთმანეთს, ამხანაგოთი მიმართავდნენ. მაქვს ნოსტალგია, რომ ზემოდან არ უყურებდნენ ადამიანები ერთმანეთს, მდიდარი არ ჩაგრავდა ღარიბს და იყო თანასწორობა… დღეს იჩაგრება ღარიბი. არანაირი საშუალება არ ეძლევა გლეხს, რომ იმუშავოს და შემდეგ ბაზარში გაყიდოს, იმიტომ რომ მდიდრებმა შექმნეს ისეთი კანონები, რომ უცხოეთიდან უფრო იაფი პროდუქტები შემოდის.

ასეთი დემოკრატიით, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოშ ვუყურებთ, სიკეთისკენ ვერ წავალთ. ევროპამ საბჭოთა კავშირის გემო არ იცის, ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიცით ის, რომ შენს მეზობლად მცხოვრები გლეხი კაცი შენზე ნაკლები არაფრით არ იყო. ვეუბნები მდიდრებს, ვისაც საშუალება აქვს. მოგწონთ თქვენ დღეს მევახშეობა? ოჯახებიდან რომ ყრიდან ხალხს? ამიტომ გეუბნებით, დღევანდელ ყოფას ბევრად ჯობდა საბჭოთა კავშირი…

ძალიან ბევრს ეს სიმართლე მოეწონება. არ მოეწონება მცირე ნაწილს – მდიდრებს.

არანაირი თავისუფლები ჩვენ არ ვართ, ასეთ სიტყვის თავისუფლებას აზრი რომ არ აქვს, ვერ ხედავთ? უშედეგოა ჩვენი სიტყვის თავისუფლება, მაინც იგივე ხდება ყველაფერი, როგორც უნდათ უცხოეთის სპეც. სამსახურებს.

უკან არ უნდა დავბრუნდეთ, უნდა გადმოვიღოთ რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირს კარგი და მოვიშოროთ ის, რაც ცუდი იყო. კომუნისტური წყობა მაინცდამაინც არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ კომუნისტებს ჰქონდა კარგი ის, რომ ყველა თანაბარი იყო,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

https://www.facebook.com/SicruisDeteqtori/videos/2042452612730476/