LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არც ქალი ვარ და არც კაცი” – სემ სმიტი საკუთარ იდენტობაზე ალაპარაკდა

სემ სმიტმა ჯამილა ჯამილის შოუში I Weigh Interviews საკუთარ იდენტობაზე ისაუბრა.

,,ჩემი სხეული და გონება მუდმივ ბრძოლაში იყვნენ ერთმანეთთან. 12 წლის ასაკში, მითხრეს, რომ ჩემში ქალური ჰორმონი ჭარბობდა. ნელ-ნელა მკერდი მეზრდებოდა, ამიტომ ლიპოსაქცია გავიკეთე. არც ქალი ვარ და არც კაცი – მათ შორის ვარ. ინდივიდუალური ქმნილება ვარ, რომელიც ხანდახან ფიქრობს, უნდა თუ არა სქესის შეცვლა, თუმცა – არა”, – აღნიშნა 26 წლის მომღერალმა.

,,ოსკაროსანი” ვარსკვლავის განმარტებით, ამ ინტერვიუმ მისი ცხოვრება შეცვალა.

,,შესაძლებლობამ მესაუბრა საკუთარი სხეულისა და გრძნობების შესახებ, ნამდვილად გამათავისუფლა. იმედი მაქვს, ჩემი სიტყვებით იმ ადამიანებს გავამხნევებ, ვინც თავს მარტოსულად და უცხოპლანეტელად მიიჩნევს”, – დასძინა ახალგაზრდა არტისტმა.

 

View this post on Instagram

 

A few months ago, I sat down with @jameelajamilofficial and spoke with her for her incredible @i_weigh movement. I know this sounds dramatic but this interview completely changed my life. Being able to talk so openly about my body issues and feeling so safe whilst doing it was truly liberating. I am so thankful to Jameela and her team for this opportunity and being so respectful and kind to me. It took a lot for me to do this and I was so nervous, so please be kind haha. I really hope this can make someone else who feels like me, a little less lonely and a little less alien xx

A post shared by Sam Smith (@samsmith) on

შეგახსენებთ, რომ  სემ სმიტმა არატრადიციული ორიენტაციის შესახებ 2014 წელს განაცხადა.