LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი, ჯეი-ზი, ჰოლზი – ვუდსტოკის ფესტივალი იუბილარია

ვუდსტოკის ფესტივალი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა სამდღიანი კონცერტების სერიაში ისეთი არტისტები და ჯგუფებიც ჩასვეს, რომელთაც მონაწილეობა  ვუდსტოკის პირველ ფესტივალში მიიღეს.

მაილი საირუსი, სანტანა, ჯეი-ზი, ჰოლზი, ჟანელ მონე, The Killers, Chance the Rapper, Imagine Dragons  – ეს იმ შემსრულებელთა და ბენდთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 16-დან 18 აგვისტოს ჩათვლით მსმენელის წინაშე წარდგებიან.

ცნობისთვის, ვუდსტოკის ფესტივალი პირველად 1969 წლის 15-18 აგვისტოს, ნიუ–იორკის შტატ–ბეთელში, ფერმერ მაქს იასგერის 600-აკრის ფართობზე ჩატარდა. ფესტივალი 1960-იანი წლების კონტრკულტურის სიმბოლოდ და ჰიპის ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.