დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური, ენერგიული და მებრძოლი ვერძის, მთვარე კი, ინტუიტიური, ორგანიზებული და დისციპლინირებული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისა და სამომავლო გეგმების ჩამოსაყალიბებლად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება, მოგზაურობა და საცხოვრებელის შეცვლა, სესხის აღება და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.
ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხარე საკვები.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, თოფაზი და ქრიზოპრაზი, იასპი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელის ლომს და სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.
