სიას ვიდეომ სიმღერაზე Elastic Heart, რომელიც 2015 წლით თარიღდება, Youtube-ის ნახვების მილარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით ავსტრალიელი შემსრულებელი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელსაც პოპულარული საიტის ,,მიალიარდერთა კლუბში” ყველაზე მეტი ნახვადი კლიპები დაუგროვდა.
მუსიკალური რგოლი, რომელშიც შია ლაბაფი და მედი ზიგლერი მონაწილეობენ, 43 წლის მომღერლის მეხუთე წარმატებულ პროექტად ითვლება. აქამდე ის ,,მიალიარდერთა კლუბში” ისეთ ჰიტებზე გადაღებული ვიდეობით შედიოდა, როგორებიცაა: Chandelier, Cheap Thrills შონ პოლთან ერთად, დევიდ გეტასთან დუეტი Titanium და რიანას Diamonds, რომლის ავტორი თავად ,,უსახო” ვარსკვლავია.
შეგახსენებთ, რომ ,,მილიარდერთა კლუბი” 2012 წლის დეკემბერში მას შემდეგ შეიქმნა, რაც PSY-ის მუსიკალურმა რგოლმა სინგლზე Gangnam Style მუსიკალურ სამყაროში ერთგვარი გარღვევა მოახდინა.
,,მილიარდერთა კლუბის” ამ დროის რეკორდსმენად, ყველაზე მეტი 5.87 მილიარდი ნახვით, კვლავ ლუის ფონსისა და დედი იანკის კოლაბორაცია Despacito სახელდება.
