LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა ახალი ტატუ მეუღლეს მიუძღვნა (ფოტო)

დევიდ ბექჰემის სვირინგების კოლექციას გულის ფორმის ტატუ შეემატა.

იმ ფონზე, როცა 43 წლის ყოფილი ფეხბურთელი ტატუს, ძირითადად, მეუღლეს ან შვილებს უძღვნის, არავის გაჰკვირვებია, რომ ახალი გამოსახულება, რომელიც დაკვირვებულმა პაპარაცებმა „ინტერ მაიამის” ამჟამინდელი პრეზიდენტის მარცხენა ყურის ბიბილოზე დააფიქსირეს, ვიქტორია ბექჰემს ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, დევიდ ბექჰემის სხეული 50-ზე მეტ სვირინგს ითვლიდა. როგორც ჩანს, მეოჯახე მეუღლე და მამა გაჩერებას არ აპირებს.