LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ერთ-ორ წელიწადში მსოფლიო რუკიდან საერთოდ გაქრება – სააკაშვილი

“საქართველო ერთ-ორ წელიწადში მსოფლიო რუკიდან საერთოდ გაქრება. ამაზე მეტყველებს ყველა მონაცემი” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ მოძრაობის „ერთად სახლში საქართველოში“ პრეზენტაციის შემდეგ გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

სააკაშვილი სკაიპით ჩაერთო და  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

,,საქართველო ერთ-ორ წელიწადში მსოფლიო რუკიდან საერთოდ გაქრება. ამაზე მეტყველებს ყველა მონაცემი. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რომ ჩემ დროს ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ხოლო ივანიშვილის დროს ზრდა არის ნული პროცენტი. ამასთან დავკარგეთ მილიონი ადამიანი, ვინც ახლა ემიგრაციაშია. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, რუსეთმა შეაჩერა ანაკლიის იმავე ლაზიკის პორტის მშენებლობა.
დროზე თუ არ შევცვალეთ ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო აღარ იქნება. ჩვენ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვიყავით და დღეს აღარსად ვართ. ეს არის რეალობა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ მოძრაობის „ერთად სახლში საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის ხელმძღვანელთა განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობაა.