LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვაკმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, რომელსაც თითქმის არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება ზუზანა ჩაპუტოვამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 

ჩაპუტოვამ არჩევნების მეორე ტურში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და სახელისუფლებლო კანდიდატი, მაროშ შეფშოვიჩი დაამარცხა. მას  ამომრჩეველთა 58 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის კონკურენტს კი ამომრჩეველთა 42 პროცენტმა მისცა ხმა.

არჩევნები გუშინ, 30 მარტს გაიმართა. კენჭისყრა სლოვაკეთის დროით 22 საათზე დასრულდა.