LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – 30,4%, პოროშენკო – 17.8 %, ტიმოშენკო, – 14.2% – ეგზიტპოლის მიხედვით უკრაინაში მეორე ტური შედგება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. ცნობილია ნაციონალური ეგზიტპოლის პირველადი შედეგები, რომლის თანახმადაც, მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი.

მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

საარჩევნო უბნები უკრაინაში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.