LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძეზე მიწა ჩამოიშალა – მიწის მასაში ორი ადამიანია მოყოლილი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიწის ნაშალში ორი ადამიანია მოყოლილი. როგორც უწყებაში ამბობენ,შემთხვევის დროს, მუშები, სავარაუდოდ, ხარაჩოზე იდგნენ.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.