LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ეხმაურება

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს ეხმაურება.

„დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.