LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა” – პარლამენტს ახალი პრესსამსახური ეყოლება

ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, მის ადგილს მაგდა ანიკაშვილი დაიკავებს. “ფორტუნამ” ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა ჟურნალისტი ამ დროისთვის ზარებს არ პასუხობს. გოჩაშვილი წერს, რომ მის ადგილს ერთი სიმპატიური გოგო დაიკავებს, თუმცა ვინ – არ აკონკრეტებს.

„ეს დღეც დადგა. ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა.

ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპატიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია, უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს, ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს.

მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს, იმედია კარგად დაგამახსოვრეთ თავი. თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე როდესმე კიდევ შევხვდებით.

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა,“ – წერს გოჩაშვილი.