LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი მაშველებმა გადაარჩინეს

გორში, მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ლიახვში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე  გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი მუშაობდა.