LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა კერი მესამე შვილს ელოდება (ფოტო)

მირანდა კერი და ევან სპიგელი მშობლები მეორედ გახდებიან. ინფორმაცია ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზის ფეხმძიმობის შესახებ ცნობილი Gruner + Jahr SPA AWARDS-ზე გახდა, სადაც ვარდისფერ საღამოს კაბაში გამოწყობილმა  ლამაზმანმა მოზრდილი მუცელი საჯაროდ ,,გაამარიაჟა”.

ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლებისთვის სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან  ავსტრალიელ მოდელსა და Snapchat-ის დამაარსებელს პირველი საერთო შვილი, 10 თვის წინ შეეძინათ.

 

View this post on Instagram

 

❤ @louisvuitton ❤ ??

A post shared by Miranda (@mirandakerr) on

აღსანიშნავია, რომ პატარა, რომელსაც ჰარტი დაარქვეს, საზოგადოების წინაშე მათ ჯერ არ გამოუჩენიათ.

 

View this post on Instagram

 

Thank you so much for all of your warm wishes. Evan, Flynn and I have been in baby bliss for the last 17days with our new arrival, baby boy Hart. We feel so very blessed. ??❤??

A post shared by Miranda (@mirandakerr) on

შეგახსენებთ, რომ ბავშვი, რომლის სქესი ჯერჯერობით უცნობია, მირანდა კერისთვის მესამე იქნება. მას ორლანდო ბლუმთან ქორწინებიდან, 8 წლის ფლინი ჰყავს.