საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ყვარელთან დაფიქსირდა, სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 21:34 საათზე მოხდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა ღნიშნული, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 3 კმ-ში იყო.
