კენსინგტონის სასახლის ოფიციალური გვერდი დღეს სენსაციურ განცხადებას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის „ინსტაგრამზე“ საკუთარი ექაუნთი ექნებათ. გახსნიდან რამდენიმე წუთში გვერდს უკვე 200 ათასი მიმდევარი ჰყავდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს გაგიზიაროთ ჩვენი შრომის შედეგები. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, – ნათქვმია განცხადებაში.
ამ დრომდე პირადი გვერდი მხოლოდ ჩარლზსა და კამილას ჰქონდათ. მართალია მეგან მარკლიც სარგებლობდა „ინსტაგრამით“, თუმცა პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ გვერდი გააუქმა.


