LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში 11 წლის გოგონა გარდაიცვალა

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 11 წლის გოგონა ძმასთან ერთად თამაშობდა. სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა და სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიზეზების დასადგენად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.