რონალდო ბავშვებს ფეხბურთი ეთამაშა ამსტერდამში წასვლამდე.
“იუვენტუსის” მეგოლე ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისთვის ემზადება “აიაქსთან” სათამაშოდ, სახლში, ბავშვებთან.
კრიშტიანომ ტვიტერში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის თავის პატარებთან ერთად ბურთაობს და ამხნევებს. პორტუგალიელი იდეალური არა მარტო მოედანზეა, არამედ მის მიღმაც.
“აიაქსისა” და “იუვეს” პირველი სალიგო მატჩი 10 აპრილსაა “ამსტერდამ არენაზე”.
რონალდომ სანაკრებო ტრავმა მოიშუშა და ამ მატჩს ითამაშებს.
Blessed house ❤️❤️❤️❤️❤️ pic.twitter.com/7rStFA7DLt
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) April 5, 2019
