დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა კომპანია „აკა დეველოპმენტის“ მიერ დაწყებული სამუშაოები გააპროტესტეს.კომპანია ადგილზე კორპუსის აშენებას გეგმავს.
ქუჩის მაცხოვრებლებს პრეტენზიები აქვთ მერიასთანაც – რატომ გაიყიდა ტერიტორია , სადაც ადრე სტადიონი იყო მათთან შეთანხმების გარეშე.
მერიაში განამრტავენ, რომ მიწა 2016 წელს გაიყიდა და კომპანიამ კორპუსის მშენებლობის პარალელურად სტადიონისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობის ვალდებულებაც აიღო.
მერიაში ამბობენ, რომ კომპანიას მხოლოდ მშენებლობის ნებართვის ფარგლებში შეუძლია ოპერირება.
