LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეს უკვე მეორედ მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 21:37 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა.

ეს დღეს უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველი მიწისძვრა დღის პირველ ნახევარში დაფიქსირდა (4.5 მაგნიტუდა). მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყარო იყო.