LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მებრძოლი და შეუპოვარი ვერძის, მთვარე კი, ემოციური, მეტად მგრძნობიარე და ერთგული კუროს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

აქტიური დასვენების დღეს განსაკუთრებით შედეგიანი იქნება ვარჯიში და სპორტული ღონისძიებების მოწყობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად აკონტროლეთ  საკუთარი ბიუჯეტი, რადგან ვერ დააღწევთ თავს მოულოდნელ ხარჯებს.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი პურით, წვნიანით და ხორცის კერძებით, რძის პროდუქტით, ხილი ნატურალური წვენით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი ასევე აგატი, მალაქიტი და ზურმუხტი, ონიქსი და მარგალიტი გააძლირებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და მერწყულს.