ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანის ძვლები იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს, ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები უცნობია,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
