საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და პანაშვიდი გადაიხადა.
9 აპრილის მემორიალთან მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ის პატრიარქის მიერ გადახდილ პანაშვიდს დაესწრო. ორივე მათგანმა რუსთაველის გამზირი კომენტარის გარეშე დატოვა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში სისხლიანი მოვლენები განვითარდა – საბჭოთა არმიამ, ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დღეს ამ თარიღიდან 30 წელი გავიდა.
