ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ასეთი წერილები მიუძღვნას 9 აპრილს.
„მოდი, დავსვათ კითხვა, ვინ სად იყო 9 აპრილს. როცა ხალხი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაშინ სად იყო ბიძინა ივანიშვილი“, – ამბობს უდუმაშვილი.
მთავრობის წევრებისთვის კი წერილში აქცენტები სწორად იყო დასმული. პრემიერ-მინისტრის თქმით, წერილის მთავარი აზრი კონსოლიდაციაა იმ იდეალების გარშემო, როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა და დემოკრატიული განვითარება.
მამუკა ბახტაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებსა და შეცდომებზე, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს აქვს.
დედაქალაქის მერმა კი აღნიშნა, რომ ცხადია ოპონენტებს წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ, რადგან მათ თავისუფლება და დემოკრატია სხვანაირად წარმოუდგენიათ. კალაძის აზრით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი წერილში იყო გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლაა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რაც დღეს ქვეყანას აქვს.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.
