LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლის წინ და ახლა – 9 აპრილის მოვლენების ფოტოკოლაჟი

თბილისის მერიის ფოტოგრაფი დავით თაბაგარი “ფეისბუქზე” 9 აპრილის მოვლენების საინტერესო ფოტოკოლაჟს ავრცელებს – რა იყო მაშინ და რა გვაქვს დღეს, 30 წლის შემდეგ.

“მადლობა თავისუფლებისთვის” სახელწოდებით შექმნილი ფოტოკოლაჟი საკმაოდ შთამბეჭდავია.  ის მოიცავს რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, სანაპიროს და სხვა ტერიტორებს, სადაც რუსული ტანკები ან ქართველი მომიტინგეები იდგნენ.

 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში სისხლიანი მოვლენები განვითარდა – საბჭოთა არმიამ, ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.