LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი დრო დავხარჯე ანაკლიის პროექტზე“

პრემიერ-მინისტრი ანაკლიის პროექტს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მისი განხორციელება პრიორიტეტულია. ამის შესახებ მან დღეს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა.  მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ის ამბობს, რომ მოლაპარაკებებში საკმაოდ დიდი დრო დახარჯა, რათა პროექტი შემდგარიყო.

„ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა ბახტაძემ.