33 წლის მამაკაცის საქმეზე, რომელიც დღეს თავს იწვავდა, მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, ლევან ჯიქური მრავალჯერ არის ნასამართლევი, ამჯერად მას გამოძიება ქურდობას ედავება. როგორც პროკურატურაში ამბობენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
ის ამბობს, რომ ერთ-ერთი კლინიკიდან ტელევიზორი ნამდვილად მოიპარა, შემდეგ კი უკან დააბრუნა და ითხოვს, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.
ლევან ჯიქურმა დღეს პროკურატურის წინ თავის დაწვა სცადა. ის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტას ითხოვდა.
