არიანა გრანდეს Thank U, Next მალე სავაჭრო ნიშნად იქცევა. საქმე ისაა, რომ ამერიკელმა შემსრულებელმა ფრაზის დაპატენტების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ქვეშ ის კოსმეტიკის საკუთარ ხაზს გამოუშვებს.
ცნობილია, რომ 25 წლის ვარსკვლავის გეგმებში პარფიუმერიისა და ჰიგიენის საშუალებების წარმოება შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო არტისტმა განაცხადი სასაქონლო ნიშნისთვის შესაბამის სახელმწიფო სამსახურში უკვე შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ Thank U, Next არიანა გრანდეს როგორც ამავე სახელწოდების მეხუთე სტუდიურ ალბომს, ისე დისკში შესულ ლიდ სინგლს ჰქვია.
