LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია

ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია. იწვის ტყე და ბუჩქნარი. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მერიის ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებს.

ადგილზე იმყოფება ორი სახანძრო და სამაშველო ჯგუფი.