LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხინკლის სახლში ხანძარია

რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარია. ცეცხლი 20 კვ მეტრ ფართობზე, სამზარეულოშია გაჩენილი.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ. შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.