LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობის სოფელ საგვიჩიოში ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა

უბედურ შემთხვევას, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლის დროსაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.