LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია” – კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს

„ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვები,“ – ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. განმარტების გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ მოუწია, რაც სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებმა მას შენიშვნა მისცეს.

„არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამ მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა, ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა,”- მიმართა კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას.

ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ სხდომაზე “ყ..ზე დაიკიდე” გამოიყენა თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/436235023847171/

პლენარულ სხდომაზე კი, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ტელევიზორში მოისმინა.” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა დარბაზში მანაც გაიგო.