,,ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭომ”, ჯენიფერ ლოპესს Fashion Icon-ის წოდება მიანიჭა. გაირკვა, რომ პრესტიჟულ პრემიას ამერიკელ ვარსკვლავს 3 ივნისს, ბრუკლინის მუზეუმში გადასცემენ, სადაც ,,მოდის ოსკარებად” წოდებული CFDA Fashion Awards გაიმართება.
ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, ჯეი ლოს თამამი, დახვეწილი და გემოვნებიანი ჩაცმის სტილი აქვს, რის გამოც მისი ყოველი ლუქი საზოგადოებისა და კრიტიკოსების დიდ ინტერესს იმსახურებს.