LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში კაცს სამი ტყვია ესროლეს

ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს კაცს სამი ტყვია ესროლეს. დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

“მდგომარეობას ვერ გეტყვით. საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი სასიცოცხლო ჩვენებით”, – აღნიშნა “ლაივპრესს” -თან საუბარში რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ.

ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით”, – აცხადებენ სამინისტროში.