LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულომ ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინიციატივას ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა, 6 კი წინააღმდეგ წავიდა.

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს თაბორის მთაზე თავის საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით 35.000 კვ.მ-ს მიიღებს.

რაც შეეხება ღირებულებებს, ორივე ნაკვეთი სამხარაულის ბიურომ შეაფასა.