LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკაში აფეთქებების დროს დაღუპულთა რიცხვი 207-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში აფეთქებების სერიის დროს დაღუპულთა რიცხვი 207-მდე გაიზარდა. დაჭრილია 400-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია შრი-ლანკის პოლიციაში დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფეთქებების სერიას ტერაქტი უწოდეს. პოლიციაში დაადასტურეს, რომ აფეთქებების უმეტესობა თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყვეს.

აფეთქება დღეს შრი-ლანკაში 8-ჯერ მოხდა. თავდამსხმელების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო.