LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.