უკრაინის მოქმედმა პერეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა.
“თანამდებობას შემდეგი თვიდან ვტოვებ. ასე გადაწყვიტა უკრაინელების უმრავლესობამ და მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ”,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც 18:00 საათის ხმებზე დაყრდნობით დაითვალეს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს.
