LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერსალში გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია დაიწყო (ვიდეო)

პარიზთან ახლოს, ქალაქ ვერსალში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ხანძრის ჩაქრობას 80-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია ცეცხლის გავრცელების რისკის გამო გახდა საჭირო.  უცნობია, ხანძრის მიზეზები. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებთან დაკავშირებით.