LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, სამხედრო საწყობში ძლიერი ხანძარია

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის სამხედრო საწყობში ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 20 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ასევე, ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

საწყობი, სადაც ხანძარი გაჩნდა,  ქარხანა „კრასმაშს“ ეკუთვნის. კომპანია წყალქვეშა ნავებისთვის გათვალისწინებულ ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებს.