LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგგარეშე არჩევნები: ესპანეთი ახალ პარლამენტს ირჩევს

ესპანეთი ახალ პარლამენტს ირჩევს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსახლეობამ კონგრესის 350 წევრი და 208 სენატორი უნდა აირჩიონ.

ხმის მიცემის უფლება 37 მილიონ მოქალაქეს აქვს. მათგან 2 მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე იმართება. არჩევნების დროს უსაფრთხოებას 92 ათასი პოლიციელი დაიცავს.

კონგრესში და სენატში მოსახვედრად 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და კოალიცია იბრძვის. გამოკითხვების თანახმად, მანდატების დიდი ნაწილს სოციალისტები მოიპოვებენ, რომელსაც მოქმედი პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს.

რეიტინგების მიხედვით, მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად სახალხო პარტია სახელდება. კონსერვატორები ესპანელებს გადასახადების შემცირებას და პენსიების გაზრდას ჰპირდებიან.